Saturday, March 22, 2014

თამარ  მეფე


თამარი
ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ქალის სახელია საქართველოში საუკუნეთა მანძილზე. ამ სახელით ცნობილ ისტორიულ პირთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია თამარ მეფე (მეფობდა 1184-1213 წლებში). ეს პირველი ქართველი მეფე-ქალი ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი სახელიც ქართულის მეშვეობით შევიდა საეკლესიო კალენდარში. წარმოშობით თამარს უკავშირებენ სემიტურ ენებს, კერძოდ ებრაულს, სადაც იგი "ფინიკის პალმას" ნიშნავს. მოფერებითი ფორმებია: თამრო, თამრიკო, თამუნა, თამუნია, თაკო. თამარ-ისაგან არის ნაწარმოები გვარები თამარაშვილი, თამარაძე, თამარაული, გეოგრაფიული სახელები თამარისი, თამარაშენი და სხვანი.



ალექსანდრე

ალექსანდრე  ყაზბეგი
(ბერძნული)"მცველი ვაჟკაცი","მამაცი მცველი" (კომპოზიტია,რომლის ნაწილებიც ცალ-ცალკე გვხვდება საკუთარ სახელად:ალეკო-"მცველი",ანდრე-"მამაცი". გვხვდება ქალის სახელიც–ალექსანდრა.ამ სახელით ცნობილია არაერთი მოწამე–ქალიც და კაციც.აქედანაა გვარი ალექსანდრია.საალერსო ფორმებია:ალე,ალიკო,ალიოშა, სანდრო,საშა.





არჩილი

მეფე არჩილი
(ირანული)"სწორი","წრფელი","მართალი","ნათელი"," მადლმოსილი".ერთ-ერთი უძველესი და ძალზე გავრცელებული სახელია,რომელიც ამ ფორმით მხოლოდ ქართველებში გვხვდება.ცნობილია ქართლის ერისმთავარი არჩილი (VIII ს.),რომელიც ქრისტიანული სარწმუნოებისათვის ეწამა და ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.კარგად არის ცნობილი აგრეთვე მეფე-პოეტი არჩილი (1647-1713 წწ.).









თინათინი
თინათინ

(ქართული) "მზის სხივის ანარეკლი", "მოციმციმე სხივი". "ვეფხისტყაოსნის" ერთ-ერთი მთავარი გმირი ქალის სახელია და ამ პოემის წყალობით ძალზე გავრცელდა ქართულში. მისი მოფერებითი ფორმებია თინა, თიკო, თინიკო, თინუკა, თინანო.













                                    ლევანი

წმ.ლევანი
ქართული ფორმაა ლეონ-ისა,რაც"ლომს"ნიშნავს.ცხოველთა მეფის სახელწოდება ბევრ ევროპულ ენაში ძველ_ეგვიპტური ლებუ-საგან მომდინარეობს,ასეთია,მაგალითად:ბერძნული ლეონ,ლათინური ლეო,გერმანული ლიოვე,რუსული ლევ... აქედანვეა ქართული ფორმა ლომი.იგი,როგორც ადამიანის საკუთარი სახელი,საეკლესიო კალენდარში არ გვხვდება,მაგრამ ეს სახელი რომ გავრცელებული ყოფილა ხალხში,ამას მოწმობს მრავალი გვარი(ლომიძე,ლომაძე,ლომაშვილი, ლომაური და სხვანი).საეკლესიო კალენდარში ეს სახელი შეტანილი იყო ბერძნული ფორმით:ლეონ.მასვე უკავშირდება ლევ,ლეო და ლევან.ამათგან მომდინარე გვარებია:ლეონიძე,ლევიძე,ლევიშვილი,ლევანიშვილი და სხვ.ლევანი საქართველოს ისტორიაში არაერთი ცნობილი პიროვნების სახელია,განსაკუთრებით ხშირად იგი გვხვდება სამეგრელოს მთავრების(დადიანების)საგვარეულო სახელად. საერთოდ,ლევანი ქართულ საისტორიო წყაროებში დასტურდებაXIII ს-დან,ლეონი–V საუკუნიდან.




                                    მარიამი
წმ.მარიამი
 
(ძველი ებრაული) მოეპოვება რამდენიმეგვარი განმარტება: 1. "შეუპოვარი", "დაუმორჩილებელი", "უარმყოფელი" , 2. "მწარე" , 3. "ქალბატონი" , 4. "საყვარელი უფლისა". უფრო სარწმუნოდ ითვლება პირველი მნიშვნელობა. მარიამი ერქვა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელს, რომლის წილხვედრიც არის საქართველო. ბუნებრივია, რომ სახელი უძველესი დროიდანვე ხშირად გვხვდება ქართულ წერილობით წყაროებში. მარიამის მოფერებითი ფორმებია ქართულში: მარო, მარიკო, მაიკო, მაშო, მაშიკო. ასეთი საალერსო ფორმები სხვა ენებიდანაც არის შემოსული: მარი, მარიკა, მარუსია. გვხვდება ამ ფუძიდან ნაწარმოები გვარებიც: მარიამიძე, მარიამული.

შალვა

შალვა  ერისთავი

(ქართული)ეტიმოლოგია დაუდგენიელია,შესაძლბელია შავლეგ-ის ვარიანტს წარმოადგენს.როგორც ალექსი ჭინჭარაულმა აღნიშნა,ამის დამადასტურებელია ერთი და იმავე გმირის ხსენება ორივე სახელით ქართულ ხალხურ პოეზიაში:"დედას კაცი მოუვიდა:"შენ შავლეგი მოგიკლესა "...შალვას დედა მოტიროდა,მოიშლიდა გიშრის თმასა" (ქხპ,XI,17).შალვა-ს ადრინდელი ფორმა შაველა→შავლა შემონახულია გვარებში:შავლაძე,შავლიძე,შაველაშვილი,შავლიაშვილი.შალვა თორელთა საგვარეულო სახელი იყო. ცნობილია თამარ მეფის დროინდელი გამოჩენილი მეომარი და სარდალი შალვა თორელი(ახალციხელი).შალვა ერქვა აგრეთვე ბევრ სხვა ისტორიულ პოროვნებას,რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავიაXVIIს-ში სპარსელთა წინააღმდეგ აჯანყების ერთ-ერთი მეთაური შალვა ქსნის ერისთავი,რომელიც თავის შვილ ელიზბართან და ბიძინა ჩოლოყაშვილთან ერთად მოწამებრივი სიკვდილით მოკლეს 1661 წელს.ისინი ქართულმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა.შალვას მოფერებითი ფორმებია:შალიკა,შალიკო,შალუტ